Friday, July 26, 2019

შეძლებენ თუ არა ფულადი ჯილდოს აღების შემდეგ საპენსიო ასაკის მასწავლებლები ხელმეორედ დასაქმებას?

განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. 
კითხვაზე - შეძლებენ თუ არა ჯილდოს აღების შემდეგ მასწავლებლები ხელმეორედ დასაქმებას? - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ შეძლებენ.
„ცხადია შეძლებენ. მათ მოუწევთ არსებული საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა“, - აცხადებენ მასწავლებლის სახლში.

No comments:

Post a Comment