მიზანი


  სასწავლო პროცესში სწავლების თანამედროვე  მეთოდების  გამოყენებისა და  გაზიარების საჭიროებამ მასწავლებლებს დაანახა  ტექნოლოგიების ჩართულობის აუცილებლობა. სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია მასწავლებელთა თანამშრომლობა. გლობალური ქსელის არსებობამ კი გააადვილა ინტერნეტ სივრცეში პედაგოგების ურთიერთანამშრომლობა.
  სწორედ ეს იყო ჩემს მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ბლოგის შექმნის მთავარი მიზანი-მომეცა საშუალება ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობები გამეზიარებინა ჩემთვის ნაცნობი თუ უცნობი კოლეგებისათვის და მიმეღო მათგან უკუკავშირი.    გამოცდილების გაზიარება ხომ ძალზედ მნიშვნელოვანია  ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, მათ შორის, პედაგოგებისთვის.
ბლოგი მოიცავს ვრცელ განზოგადებულ ,ასევე კონკრეტულ ინფორმაციას და განსაზღვრებებს საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით, ამიტომ ჩავთვალე,რომ ბლოგის არსებობა მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვისაც.  მასზე განვათავსე კატეგორიებად დაყოფილი ვებ-გვერდების ჩამონათვალი, რაც მნახველს ნავიგაციას უადვილებს.  ბლოგი ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთგვარი  საცავიცაა,  სადაც  გავაზიარე, ასევე, სასწავლო პროექტები, ღონისძიებები, სასწავლო რესურსები,   სამოდელო და სტანდარტული გაკვეთილების გეგმები და ა.შ. 
ველოდები კოლეგების კონსტრუქტიულ უკუკავშირს, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და დატოვეთ თქვენი მოსაზრებები. სიამოვნებით გავითვალისწინებ თქვენს რეკომენდაციებს.

გთავაზობთ რამდენიმე კითხვას საგნის სწავლების მეთოდოლოგიისა და მიდგომების პრობლემების შესახებ. 

1.რამდენად გამოგადგებათ თქვენს პედაგოგიურ საქმიანობაში ბლოგზე განთავსებული მასალები?
2. რამდენად გაგიადვილებთ  თქვენი გაკვეთილების დაგეგმვას სამოდელო გაკვეთილების გეგმების სტრუქტურა?
3. დაგეხმარებათ თუ არა ჩემს მიერ შექმნილი რესურსები  სწავლების პროცესში ?

4.რა რჩევას მომცემდით შენიშვნის სახით?

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!


პატივისცემით:  შორენა გიორგაძე



6 comments:

  1. მივესალმები თქვენნაირ ყოჩაღ პედაგოგებს! წარმატებები მუდამ!

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა,ვცდილობ, არ ჩამოვრჩე დროს. წარმატებები თქვენც!

      Delete
  2. ქალბატონო შორენა ენერგიული და მიზანდასახული პედაგოგი ბრძანდებით და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. გისურვებთ თქვენი მიზნების განხორციელებას.

    ReplyDelete
  3. უღრმესი მადლობა, გაიხარეთ!წარმატებები თქვენც!

    ReplyDelete
  4. სასარგებლო და ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ, წარმატებებს გისურვებთ.

    ReplyDelete
  5. დიდი მადლობა, სიამოვნებით მივიღებ კოლეგების უკუკავშირს. წარმატებები თქვენც!

    ReplyDelete