Friday, May 4, 2018

Facebook-ის ლოგოს ევოლუცია 2004-დან დღემდე

Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა და ფეისბუკის სხვა წარმომადგენლებმა, დეველოპერების კონფერენციაზე F8 სოციალური ქსელის ცვლილებებზე ისაუბრეს. მნიშნელოვანი არის ის, რომ iOS-ისა და დესკტოპისთვის Facebook-ის ინტერფეისი შეიცვლება და ასევე, მას ახალი ლოგო ექნება. კონფერენციაზე, ასევე გაჟღერდა ცვლილებებზე Massenger-ის, instagram-ისა და WhatsApp-ის შემთხვევაშიც.

Facebook-ის ახალი ლოგო მრგვალია, ოთხკუთხედის ნაცვლად, რაც შეეხება ფერს, მუქი ლურჯიდან უფრო ღია ფერის გახდა.Facebook-ის საიტი 2004 წლის 4 თებერვალს, მარკ ზაკერბერგის მიერ, ჰარვარდის კოლეჯის სტუდენტებთან ერთად “thefacebook“ სახელით ჩაეშვა, თუმცა ცოტა ხანში, კომპანიამ სრული რებრენდინგი განიცადა.
რებრენდინგის შედეგად, კომპანია Facebook გახდა და 2005 წლის 23 აგვისტოს, სახელწოდება ლოგოზეც აისახა. მცირედი მოდიფიკაციებით, საიტის ინტერფეისში, აპლიკაციებსა თუ რეკლამებში, ეს წარწერა დღემდე უცვლელია. 

No comments:

Post a Comment