Tuesday, May 7, 2019

თბილისში „წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართება

11 მაისს, ლისის ტბაზე, „წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართება. ღონისძიება საქართველოს პირველი არხის ახალგაზრდული პროექტის, „წიგნების თაროს“ ორგანიზებით  ტარდება.


„ფესტივალის კარი 12:00 საათზე გაიღება. სტუმრები, მთელი დღის განმავლობაში,
შეძლებენ ბუნებაში მოწყობილ, ლამაზ და კომფორტულ გარემოში იკითხონ, წიგნები გაცვალონ, მოისმინონ საინტერესო მასტერკლასები, ჩაერთონ წიგნების კითხვის უპრეცედენტო ფლეშ-მობში, ითამაშონ „წიგნების თარო“ და მოიგონ სხვადასხვა პრიზი. დღის ბოლოს კი ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით ლაივ-კონცერტი გაიმართება – სტუმრების წინაშე  AMBAVI, ლუკა ზაქარიაძე და LOUDspeakers წარდგებიან“.
რაც შეეხება მასტერკლასების წამყვანებსა და თემებს:
  • ბექა ადამაშვილი – „როგორ იფუთება წიგნები“,
  • ალეკო შუღლაძე – „როგორ იწერება წიგნები“
  • ლევან გიგინეიშვილი – „როგორ მოქმედებენ წიგნები ადამიანებზე“ („თამაში ჭვავის ყანაშის“ მაგალითზე)
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, „წიგნების კითხვის ფესტივალი“ არის სოციალური კამპანიაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში ლიტერატურის პოპულარიზაცია, რეკრეაციულ სივრცეებში კითხვის კულტურის დანერგვა და კიდევ ერთი შემეცნებითი პლატფორმის შექმნაა. მათივე თქმით, ღონისძიება ყოველწლიურად ჩატარდება.
„წიგნების კითხვის ფესტივალზე“  დასწრება თავისუფალია.

No comments:

Post a Comment